„არ ვიცი, რომელ კატეგორიაში ჰყავთ ნაც-მოძრაობა და კონკრეტულად გაბუნია- რუსული ფსბ-ს არქივებში არავინ ჩამახედებს“

1,607 წაკითხვა

სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:

ინფორმაციულ ეპოქაში საზოგადოებათა მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საინფორმაციო ტექნოლოგიები.
შიდა-პოლიტიკური დაძაბულობისგან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანის ბევრი ხერხი არსებონს, რომელთაგან გარე საფრთხის აქტიუალიზაცია, ან ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფაზე “ღირსეული” პასუხი აპრობირებული მეთოდია.
ასეთ მეთოდებს ყველა დიდი ქვეყნის მთავრობა იყენებს, როცა დაჭირდება .
ამისათვის სპეც-აგენტურასაც ინახავენ და სასარგებლო იდიოტებსაც იყენებენ.
არ ვიცი, რომელ კატეგორიაში ჰყავთ ნაც-მოძრაობა, “მთავარი” და კონკრეტულად გაბუნია- რუსული ფსბ-ს არქივებში არავინ ჩამახედებს.
მაგრამ, ეს სქემა რომ კარგად მუშაობს-ფაქტია.
ერთის მხრივ, ლიდერის მსგავსი შეურაცხყოფა უცხოელის მიერ გარკვეული დროითა და დოზით კონსოლიდაციის ეფექტს იწვევს.
მეორეს მხრივ, ამზადებს საზოგადოებრივ აზრს და მლანძღველის სამშობლოს მიმართ აგრესიას საკუთარი მოსახლეობის თვალში გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდებში,
გავიხსენოთ ოქრუაშვილის შედევრალური გამოთქმა, რომ რუსეთში ფეკალიებსაც შეჭამენ.
ისიც გავიხსენოთ,რომ ეს პერსონაჟი სწორედ რუსეთში იჯდა ფსბ-ს ბაზაზე ალბათ, ფეკალიების საჭმელად და იქიდან ზილებით აპირებდა საქართველოზე გამოლაშქრებას ცხინვალის გავლით.
ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ აქვე ერთი კითხვა მინდა დავუსვა საქართველოს ხელისუფლებას.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მარაზმი?
როდემდე შეიძლება ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებდნენ ეს კაცთმოძულე, საკუთარი ხალხის მტერი აგენტები და მანიაკები?
პასუხი, რომ ასეთი კანონმდებლობა გვაქვს, არ მიიღება, შეგეცვალათ და მიგეღოთ, ან ახლა მიიღეთ ადექვატური კანონები.
კანონმდებლობა იმისთვის იქმნება, რომ ქვეყანა დაიცვას და განავითაროს და არა პირიქით.
სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, როგორც ნათქვამია.

Next Post

4 მიმართულება, სადაც “ოცნება” ახალ სახეებს დაამატებს

ორშ ივნ 22 , 2020
1,607 წაკითხვაპარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნოდ მმართველი გუნდი რამდენიმე მიმართულებით აპირებს გუნდის გაძლიერებას. როგორც კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, გუნდში ახალი სახეების მიწვევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია: “ეს არის იგივე საგარეო მიმართულება, სადაც გვინდა სულ მცირე რამდენიმე პოლიტიკოსის დამატება, რამდენიმე ადამიანის დამატება… შეიძლება იყოს დიპლომატიური კარიერის მქონე ადამიანი, შეიძლება იყოს სხვა გამოცდილების ადამიანი. მთავარია, რომ ჰქონდეს პარლამენტარს რესურსი იმისა, რომ საგარეო […]