პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნოდ მმართველი გუნდი რამდენიმე მიმართულებით აპირებს გუნდის გაძლიერებას. როგორც კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, გუნდში ახალი სახეების მიწვევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:
“ეს არის იგივე საგარეო მიმართულება, სადაც გვინდა სულ მცირე რამდენიმე პოლიტიკოსის დამატება, რამდენიმე ადამიანის დამატება…
შეიძლება იყოს დიპლომატიური კარიერის მქონე ადამიანი, შეიძლება იყოს სხვა გამოცდილების ადამიანი. მთავარია, რომ ჰქონდეს პარლამენტარს რესურსი იმისა, რომ საგარეო მიმართულებით აქტიურად იმუშაოს.
ასევე, დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, გაძლიერება კონკრეტულ დარგებში, ეს არის იგივე განათლება,
შეიძლება ჯანდაცვაში დაგვჭირდეს… ჩვენ დაგვჭირდება ზოგადად ჯანდაცვის სფეროში გაძლიერება, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, დანარჩენი უკვე არის დეტალები”
ალია