„ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ – რუსუდან შარაძე

1,797 წაკითხვა

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, ფეისბუქში გამოხმაურა მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის გამოსვლას პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

„თამრიკო ჭოხონელიძემ დასცხო ჰიმნი, ხმა და მიკროფონი ერთად ჩაუწყდა. ასე იცის ჯაყოებთან დამეგობრებამ”- დაწერა შარაძემ და პოსტის კომენტარებში მოსაზრება განავრცო.

„ისე, გული მწყდება, დასაცინად რომ აიგდო თავი. მე ახლოს არ ვიცნობ, შემთხვევით შემხვდა ადრე, სანამ ნაცებს ვერ იტანდა და ძალიან თბილად შემხვდა. ახლა არ ვიცი, ალბათ, გამარჯობასაც არ მეტყვის. მწყინს. ბავშვობიდან მიყვარს, ,,მზიურში“ რომ მღეროდა, იქიდან. მაგათ სიმღერებზე გავიზარდეთ. საწყენზე მეტია, მაგრამ რა შეგვიძლია? თავი რატომ არ ენანება, არ მესმის.

სხვა დრო რომ იყოს, გეფიცებით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ის ცალკე უბედურებაა, რომ არ დამთავრდა ეს საკითხი და არ ამოიძირკვნენ კაცისმკვლელები.“ – წერს შარაძე.

Next Post

„ივანიშვილს ფეხქვეშ მიწა დაეწვება” - გიგი უგულავა

ორშ ივნ 22 , 2020
1,797 წაკითხვა„ხვალ თუ ჩააგდო ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები, ივანიშვილს ფეხქვეშ მიწა დაეწვება. ამის გარანტიას გაძლევთ. მათზე პრესინგი გაიზრდება და პარალელურად მოხდება გიორგი რურუას თემაზეც.“ – განაცხადა  „ტვ პირველის“ ეთერში “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.