რითი ჰგავს კობახიძე კალიგულას და ნერონს – გედევან ფოფხაძის შეფასება

2,043 წაკითხვა

„ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს. ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო”, – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, „ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას.

ორიოდე დღის წინ კობახიძე აცხადებდა, რომ თუ საქართველოში ეპიდსიტუაცია გართულდა, შესაძლოა არჩევნები პირობითად დეკემბერში ჩატარდეს. ოთხშაბათს კი მან განაცხადა: „მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა დაგვჭირდეს და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები”.

ფოფხაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების” ქცევაში ლოგიკა არაა და კობახიძის შეცვლილი რიტორიკაც გასაკვირი არ არის.

Next Post

რატომ დაიბარეს ნოდარ მელაძე სუს-ში?

ოთხ ივნ 24 , 2020
2,043 წაკითხვა„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია […]