რატომ დაიბარეს ნოდარ მელაძე სუს-ში?

1,625 წაკითხვა

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.

Next Post

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის შემდეგ ცუნამს ელოდებიან (ფოტოები)

ოთხ ივნ 24 , 2020
1,625 წაკითხვამექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. “ევრონიუსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ცნობით, ძლიერი და საშუალო სიმძლავრის რყევა ორმა მილიონმა ადამიანმა იგრძნო. მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდებაც შეფერხდა. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია ცუნამის საფრთხის შესახებ იუწყება – სტიქიას ოაქსაკას სანაპიროსთან ელოდებიან.