„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, გიგი უგულავას სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„იმიტოა ეს ქვეყანა გაღატაკებული და გაუბედურებული, 50 მილიონი რომ შეჭამა და შეითხლაშუნა იმან, რა ქვია, გიგი უგულავამ. მექრთამეა აბა რა არის. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი გიგი უგულავას. უბრალოდ, ერთადერთი მხარს ვუჭერდი იმიტომ, რომ მეორედ ერთი და იგივე ბრალზე რომ დაიჭირეს. ისაა პრობლემა 4 წელი რატომ მიუსაჯეს 50 მილიონის მომპარავ კაცს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციას, რადგან მისი თქმით, „იქ მყოფთა 98% დისკომფორტს უქმნიდა“.
მოგვიანებით, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელისაშვილი მას და დავით ბაქრაძეს მოლაპარაკებებისას თბილსის მაჟორიტარულ ოლქებში 2 კანდიდატის ადგილს სთხოვდა.