„არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება“ – პეტრე კვარაცხელია

1,333 წაკითხვა

პეტრე კვარაცხელია პოსტი ფეისბუქში, რომელიც 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება.

„ერთი რამ ძალიან გასათვალისწინებელია.
ამ ბოლო დროს ტენდენციური გახდა მოზარდებში დაბადების დღეების და სხვა აღსანიშნავი დღესასწაულების მშობლების და უფროსების გარეშე გადახდა.

ისინი მიდიან, ცხადია, ოჯახის წევრების ნებართვით და ქირაობენ კერძო სახლებს, აგარაკებს და აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან.
ხშირად ფიქსირდება უამრავი უბედური შემთხვევა. ან ზედმეტი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის გამო ყველაფერი ფატალურად მთავრდება.

ამ უნორმობას ემატება სხვა ტიპის აღვირახსნილობები, წრეგადასული ურთიერთობები, რომელიც მათთვის ნორმად ყალიბდება და განსხვავებულ აზრს არასდროს მიიღებენ.
მშობლებთან იმით ,,ვაჭრობენ”, რომ გარეთ ხომ არ იქნებიან, ან კლუბში ხომ არ იკრიბებიან, სახლს ქიარობენ და იქ უფრო ,,დაცულად” იგრძნობენ თავს.

მშობლებიც ამ მაცდური წინადადებით ,,მშვიდდებიან”, ,,მთავარია ქუჩაში არ იწანწალებენ”-ს პრინციპით და მათგან დამოუკიდებლად ხელს უწყობენ საშინელ უბედურებებს.

არის შემთხვევა, როცა ძალიან კატეგორიული უნდა იყო. არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით.

თავი არ მოიტყუოთ, არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება, სადაც ვითომ თავისუფლად არიან და სინამდვილეში ყველა ამორალიზმს ემონებიან… ამას მოყვება ქუჩური გარჩევებიც და დაუვიწყარი ტრაგედიები!“- წერს პეტრე კვარაცხელია.

Next Post

„მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი“ - გუბაზ სანიკიძე

ხუთ ივნ 25 , 2020
1,333 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა. „ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. […]