გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

1,961 წაკითხვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება:

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.”– წერს გიორგი კვირიკაშვილი.

Next Post

„დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს “ - ირაკლი კობახიძე

ორშ ივნ 29 , 2020
1,961 წაკითხვადღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე. მან  მადლობა გადაუხადა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების […]

შესაძლოა მოგეწონოთ