გიორგი ლაღიძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ“

1,082 წაკითხვა

„ეს ცვლილებები ქვეყნის მომავლისათვის და უკეთესი ხვალინდელი დღისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი! – ეს განცხადება,პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ობიექტივის“ ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა. მისი განცხადებით, გასულ წლებში, ქვეყანაში გარკვეული  პოლიტიკური რყევები იყო, თუმცა მითებული ცვლილებები ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას იძლევა.

„ეს ცვლილებები იძლებვა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური სპექტრი კიდევ უფრო გაჯანსაღდეს. მცირე პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ უკეთესად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური ხედვები, საზოგადოებას უკეთ მიაწოდონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა და მიზნები. ზოგადად, პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ რადიკალური განცხადებების გაკეთება სჩვევიათ. წინა არჩევნებს თუ გავიხსენებთ, სააკაშვილი გვპირდებოდა რომ ჩამოვიდოდა საქართველოში და ასე შემდეგ, ანუ ცრუ იმედების შექმნა ხდება ყოველთვის. თუმცა, რეალურად, რა შესაძლებლობები აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს, ეს ცალკე მსჯელობის თემაა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. მათ ეს აწყობთ, ეს ორი ძალა კარგად გრძნობს ერთად თავს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ისინი. ქვეყანას სჭირდება  ახალი ხედვები, ახალი იდეები, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარება რისი რესურსიც ჩვენ გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“.

Next Post

Сложно Ли Изучить Программу Photoshop?

ორშ ივნ 29 , 2020
1,082 წაკითხვა Содержание Эффективный Курс По Adobe Photoshop Онлайн В Удобное Время! Уроки Графического Дизайна Программы Photoshop, Illustrator, Corel Какие Навыки И Умения Приобретают Студенты Курса Формы Обучения В Городе Тольятти Обучение Photoshop, Illustrator Нет сомнений, что компьютерные курсы это Ваш шанс на успешное трудоустройство. На занятиях Вы будете не только получать знания от наших практикующих преподавателей, Вы еще и […]

შესაძლოა მოგეწონოთ