სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი გახდეს.
“დაუჯერებელია, ოპოზიციის კვოტით საზმაუს სამეურნეო საბჭოში ობიექტივის “ჟურნალისტია” წარდგენილი, სამარცხვინო კრემლისტი ბონდო მძინარიშვილი.
პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ დემოკრატების ბუნებრივი კავშირისგან მეტი არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ მძინარიშვილს აგრეთვე წარადგენენ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ მაგიდაზე ისხდნენ და მოგვიანებით დატოვეს – მაგალითად დავით ჭიჭინაძე.
ინაშვილებთან, კვიციანებთან, მარშანიებთან და ჟორჟოლიანებთან ერთად, ჩამონათვალში ფიგურირებენ ახალგანქოცებული დეპუტატები. ამ ჭკუის კოლოფებს გვერდს უმშვენებს დიდი ინტელექტუალი გიორგი მოსიძეც.
მოკლედ, ოპოზიციის კვოტით პრორუსულ ფსევდო-ოპოზიციას ტენიან სამეურვეო საბჭოში, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივ მოუწყობლად დარჩეს . მანდ არ მოგვიყვანოთ.”– წერს დიღმელაშვილი.