„თავს ნუ შეიწუხებთ ბატონო ვანო – ხალხმა ნახა, რასაც ნიშნავს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ბოკერიას მმართველობა“

სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი და ქვეყანაში სიკვდილის ბრიგადებთან ასოცირებული ყოფილი შს მინისტრი და ექს პრემიერი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ამ ხელისუფლებას პენსიაში გავუშვებთ და ქვეყანას ნათელ მომავალს მივცემთ!” და ამ გზით ცდილობს მხარდამჭერთა მობილიზებას.
ტყუილი დაპირებებით თავს ნუ შეიწუხებთ, ბ-ნო ვანო, რადგან ის “ნათელი” მომავალი, რომელიც თქვენს სურვილებშია, აღარ დადგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველმა ხალხმა კარგად ნახა, რასაც ნიშნავს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ბოკერიას მმართველობა და საქართველოს თქვენეული “ნათელი” მომავალი. ეს არცთუ შორეულ წარსულში იყო… გაიგეთ, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდება ნულოვან ტოლერანტობაზე აგებული მმართველობა, ისევე როგორც ვერასდროს იქცევიან სააკაშვილის და მისი რეჟიმის საყრდენი პოლიტიკოსები თუ ე.წ. არასამთავრობოები, სახელმწიფოებრივ ძალად, რომელიც ხელს მართლმადიდებლური საქართველოს სახელწიფოებრივ განვითარებას შეუწყობს.

შორენა კოწოწაშვილი, ჟურნალისტი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *