„პასუხი მთავარ არხს” – ტურიზმის განვითარების ფონდის განცხადება

1,728 წაკითხვა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება „მთავარი არხი“-ს ეთერში გასულ სიუჟეტს სახელწოდებით წყალი ივანიშვილისთვის, რომელშიც ნათქვამია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ეთერში, კერძოდ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით „წყალი ივანიშვილისთვის“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღნიშნული მტკიცების დასაზუსტებლად, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან არც თავად აღნიშნული სასტუმროს და არც ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-ს გააჩნია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც კერძო ხარჯებით იქნა უზრუნველყოფილი. საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, სასტუმრომ დაამონტაჟა გამწმენდი შენობა-ნაგებობა, ხოლო წყალმომარაგების კუთხით, მოწყობილია სამი, 60 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ექპლუატაციაში სასტუმროს გახსნამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2016 წელს გაეშვა.

სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“ წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, სატესტო რეჟიმისთვის, რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება, ვინაიდან სასტუმრო დღემდე სრულიად მარაგდება დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს.”– ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

„ამ დეიდაბიცოლას უთხარით ვინმემ, რომ ძალიან იდიოტია“ – გიორგი ფოფხაძე

ორშ ივლ 6 , 2020
1,728 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ეხმიანება სახალხო დამცველის იმ განცხადებას, რომელშიც ნინო ლომჯარია ამბობს, რომ  სუს-ის საქმე არაა, თუ მედია როგორ სიუჟეტებს მოამზადებს. „ამ დეიდაბიცოლას უთხარით ვინმემ, რომ,ძალიან იდიოტია (არ შემომივარდეთ ახლა და არ დამიწყოთ, ომბუდსმენობა გინდოდაო) გაახსენეთ, რომ ერთ-ერთმა ინტერნეტრესურსმა საფრანგეთში ორი წლის წინ, ნიკოლა სარკოზის და მისი ადვოკატის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება, როგორც უკანონოდ მოპოვებული […]