„ჯერ ამ პოსტით დავიწყებ“ – ირმა ინაშვილი

1,941 წაკითხვა

პატრიოტთა ალიანსის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ფეისბუქში წერს:

„არჩევნების წინ „ქართული ოცნება“, ვატყობ, გულმოდგინედ ცდილობს პოლიტიკური პარტიების დახარისხებას, სხვადასხვა მიმართულების პარტიებად და ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჩვენ-საქართველოს პატრიოტები, თურმე, პრორუსული პარტია ვართ.

არადა, თავად „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ცნობილ კრიმინალურ-
პოლიტიკურ ჯგუფებს გამოცხადებული ჰყავთ რუსეთის აგენტ ხელისუფლებად და ამაზე სენატორების, კონგრესმენების, თუ რიგი ევროდეპუტატების განცხადებებიც მეტყველებს.

ამიტომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იმას ჯახირობს, როგორ დაგვაბრალოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა, უმჯობესია საკუთარ, რუსულ იმიჯზე იფიქროს და, სხვათა შორის, კონტაქტებზეც. ჯერ ამ პოსტით დავიწყებ.“– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში.

 

Next Post

„ვის რა უნდა ასწავლოს ამ ჩლუნგმა“ - ჩერგოლეიშვილი პატარაიაზე

ორშ ივლ 6 , 2020
1,941 წაკითხვა„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა. „ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს. მიშა სააკაშვილის „მემემემემე“ -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს. ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ „დიად ბაიას“ არ დაუჯერეს. გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო. […]