პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

1,910 წაკითხვა

მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული.

იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა “შავი საქმის” მოთავება, რომ სექტემრიდან არავინ და არაფერი აღარ აწუხებდეს.

აღარც „რუსთავი 2“, აღარც ტვ „პირველი“, აღარც პროტესტანტები, თუ ვინმე ლიდერი გამოჩნდა ყველას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა…. სახელმწიფოს ვკარგავთ! ყოველ დღე რაღაც ახალ მავნებლობას სჩადიან“- აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

Next Post

„სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ - გია ვოლსკი

შაბ აგვ 17 , 2019
1,910 წაკითხვა„მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია. „დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ […]