„ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა „შაქარად“ მოხსენიება, გამაგებინეთ ერთი?“

1,632 წაკითხვა

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

„მართლა სულ ნუ აიგდეთ თავები ამ ქორბუდა გორსალებმა რა! ბიჭი-გიორგი შაქარაშვილი დაღუპულია… ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება, გამაგებინეთ ერთი?!
სვე-წ-კაობა მომინდომეს აქ “კლიჩკებზე” და “პაგანიალებზე” შეუგნებელმა დუპლეტებმა! ან რომელი თქვენი ბავშვობის მეგობარია, რომ გაუშინაურდით, ვინ ჩემი ფეხები ხართ გიორგისთვის, რატომ გგონიათ, რომ “ვიღაცეებისგანაც” ესიამოვნებოდა?! თუ მისმა ოჯახმა მოგცათ ამის უფლება, რქებით რომ აწვებით?!..

და კიდევ, ყოველდღე ხანჯლებით ნუ ჩეხავთ მის დედას, ცოცხლად ნუ აწამებთ!!! გაუსაძლისი ტკივილია, შეიგნეთ, არაადამიანებო! ადამიანის გონება რომ ვერ გასწვდება, ფანტაზია რომ არ ეყოფა, ისეთი!

ძვალი , ხორცი, სისხლი და ჩასუნთქვა ერთდროულად როგორ შეიძლება გტკიოდეთ, გახრჩობდეთ, გეგლიჯებოდეთ, გეწვოდეთ, გსერავდეთ წარმოგიდგენიათ საერთოდ?! დამუხრუჭდით ცოტა, რამ გაგამხეცათ ასე!”– წერს მანჩო გიორგობიანი.

Next Post

„აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან იძულების ფაზაში გადადის“ - გია ხუხაშვილი

სამ ივლ 7 , 2020
1,632 წაკითხვაეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, – ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. „აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე […]