„პარტია „მომავალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“ – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა განაცხადა. გიორგი ლაღიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულიპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
„ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ, დღეს მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით და მოვითხოვთ მხარდამჭერთა ბლანკის გადმოცემას. ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას, რათა პარტია დარეგისტრირდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მე ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერებს და წარვუდგენთ ცსკ-ს. დღეს, ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, გაჩუმება და პასიურობა დანაშაულის ტოლფასია. პატრიოტული ძალების აქტიურობის დროა და მე მჯერა, რომ ჩვენი აქტიურობით აუცილებლად მოვიპოვებთ ხალხის მხარდაჭერას“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.