ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს, ტელევიზიის პირველი არხის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიასა და კიდევ რამდენიმე ადამიანზე: პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„უი, ახლა ისეთი გაცოფებული ვარ, ლამისაა დავლეწო ყველაფერი…
მოკლედ გუშინ რომ ვიდეო დავდე, ნაცებთან ერთად, წავკისში მოგრიალე დათო გერსამიაზე, რომელიც გახარიას უწყებაში ღონისძიებების რეჟისორად მუშაობს ხომ გახსოვთ?
ჰოდა დღეს, ტვინი წამჭამეს ჩემმა მართლა ახლობლებმა,ზარები არ ჩერდებოდა ტელეფონზე ,,კაი რა ირა, ნუკრი კაპანაძე ჯიგარი გოგოა, ეკა მამალაძეს ეწყინა მუზიკანტი რატომ ვარო? მერაბი სეფაშვილს ბავშვობიდან იცნობ და გაუკვირდა შენი ასეთი დამოკიდებულება მისდამი,,-და ა.შ. და ა. შ.
სულ ახლახანს ერთი მირეკავს და მეუბნება, ზაზა შენგელიას შენი ნახვა უნდა, რომ აგიხსნას წავკისში იმ სუფრასთან რატომ იყოო და აი აქ ამომასხა.
ეს ის შენგელიაა, რომელმაც ჩემი საყვარელი ტელევიზია ძვლამდე გამოხრა! ეს ის შენგელიაა, რომელიც ტელევიზიის დამსახურებულ, ხელის გულზე საგოგმანებელ ამაგდარ ადამიანებს მინაზე მიმხმარ ბუზებს და მუხათგვერდის კანდიდატებს ეძახდა!
დიახ, სწორედ ასე ეძახდა და სწორედ ამ სიძულვილით, ერთი ხელის მოსმით 2 300 თანამშრომელი გამოყარა, მოაცილა საყვარელ საქმეს ლოზუნგით „მე ახალი სისხლი მჭირდებაოო!”
ეს ის შენგელიაა, რომელმაც ათასი უმსგავსობა, მეტიც სისხლის სამართლის დანაშაულებები ჩაიდინა, მაგრამ მიშამ აპატია, არ დააპატიმრებინა ბექაურთან ერთად იმიტომ, რომ მის სამსახურში ჩადგნენ და თუკი რამ სისაძაგლე იყო, ყველაფერზე ხელი მოაწერეს! კონტროლის პალატის მაშინდელი დასკვნა, რომელიც 300 გვერდზე აიკინძა, დღესაც სახლში მაქვს და მოვა დრო, როცა პასუხს აგებენ იმაზე, რაც დააშავეს!
გათახსირებულმა შენგელიამ და ბექაურმა, ჩემი სისხლით მოპოვებული ომის ამსახველი უნიკალური კადრები არამხოლოდ ტელეკომპანია “მზე”-ში გადაზიდეს, არამედ გაყიდეს და დღეს, ნებისმიერი არხი, როცა კი რამე მნიშვნელოვანი თარიღია ომთან დაკავშირებით, ჩემს კადრებს ატრიალებენ ისე, რომ ტიტრშიც კი არ წერენ ვინ გადაიღო, მათ შორის 1 არხი, სადაც ორიგინალები დავტოვე!
შენ ვის უნდა შეხვდე და ელაპარაკო შე განდონო, ვის? მეეე?
შენ როგორ უნდა შემხვდე და შემომხედო, როცა დაპატიმრებულ ჟურნალისტზე მიშას შიშით ისიც კი იკადრე ” არ ვიცი ვინ არის, ტელევიზიაში არასდროს უმუშავიაო?”
კოკა ყანდიაშვილმა კუბიდან მისცა ჩვენება, კი ჩვენი თანამშრომელი და თანამებრძოლი იყო ირინაო და შენ შე ახვარო შენგელია, ამის შემდეგ გინდა ჩემი ნახვააა?!! რაო აგეწვაა და გაგისკდა ნაცებთან კურკურიი? ჯერ სად ხარ? ბოლომდე არ მითქვამს სათქმელი.
,,ჩვენს მომავალ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს გაუმარჯოსო,, ხომ გაჰყვიროდით წავკისში, ვანოს სადღეგრძელოზე ერთხმად შენ და გახარიასთან ჩანერგილი დათო გერსამია, რომლის ცოლიც ია მახარაშვილი 2012 წელს კულტურის სამინისტოდან კივილით გამოვარდა “რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის სისხლიანი ხელფასი არ მინდა, მივდივარ სამსახურიდანო?” – გერსამია შენთანაც რომ არის “ბრავო რეკორდსში” (ხმის ჩამწერი სტუდია) ეგეც ვიცი და კიდევ იმდენი რამე ვიცი, ჯერ სად ხარ შენ ნაგავო,სულ ცხვირიდან უნდა გადინო, რაც ჩემს სამშობლოს დაუშავე!
ჰოდა ახლა მივმართავ პრემიერმინისტრ გახარიას! ბატონო გიორგი! ნაცების ნასედკა დათო გერსამიას სასწრაფოდ აახვევინე მაქედან! ზაზა შენგელიას ნურასოდეს დაიყენებ გვერდში, მოღალატე , გარეწარი არაკაცია და იმიტომ!!” – წერს ირინა გოგოსაშვილი