ნინო ჯანგირაშვილი, ანუ ქართველი შერლოკ ჰოლმზი – „იქნებ მოხვიდეთ და თქვათ..“

1,923 წაკითხვა

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, თბილისში, მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირს გაესაუბრა.

„მთავარი არხი“ გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ეს იყო ავთანდილ ბილანიშვილი, თუმცა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდა სხვა პიროვნება, ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ის იყო, ვინც იმ ღამეს ჩამოდის მიკროავტობუსიდან და ესაუბრება ინციდენტში მონაწილე პირს.

მიუხედავად იმისა, რომ ლურსმანაშვილი თავად ადასტურებს მის ვინაობას, „მთავარი არხი“-ს მომხრეები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი არ არის ლაშა ლურსმანაშვილი, მეტიც, ნინო ჯანგირაშვილი საგამოძიებო სიღრმეებშიც კი შეიჭრა და დასვა კითხვა, რომელიც ამ დრომდე არავის დაუსვამს.

„სამგზავრო მიკროავტობუსში როგორც ვიცით მოწევა არ შეიძლება. ხაშურიდან თბილისამდე მიკროავტობუსით მგზავრობას დაახლოებით 1.5 საათი უნდა. თუ ვინმე ხართ აქ მწეველი მამაკაცი, იქნებ მოხვიდეთ და თქვათ, საათნახევრიანი პაუზის შემდეგ პირველი, რასაც მწეველი აკეთებს ხელსაყრელ ადგილზე მოხვედრისთანავე რა არის? სიგარეტის გაბოლება.

ბატონი „ლურსმანაშვილი“ კადრში თითქმის ხუთი წუთი ჩანს, და ამ ხნის მანძილზე სიგარეტისთვის არ მოუკიდებია, ყოველ შემთხვევაში, მე არ დამინახავს. არადა ისეთი მწეველი ჩანს, ინტერვიუს დროსაც კი ეწევა.

აქვე დავაკონკრეტებ: რა თქმა უნდა, არავის ჯერა რომ ეს სამგზავრო მიკროავტობუსი იყო, მაგრამ თვითონ ხომ ასე ამბობს ეს კაცი? ამიტომ მისი ვერსიიდან ამოვდივარ.“- წერს ჯანგირაშვილი

Next Post

„ახლა კი მე მომისმინეთ“ - ინგა გრიგოლიას მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

პარ ივლ 10 , 2020
1,923 წაკითხვაინგა გრიგოლიას მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. „მივმართავ პოლიციის სამინისტროს, იმის პასუხად, რა თავდასხმაც მოაწყო ჩვენს ტელევიზიაზე ქალბატონმა გიორგობიანმა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვამუნათებს, 112-ს რომ იძახებდით ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ექსპერიმენტისთვის, ეგებ ამ დროს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და მოგვაცდინეთ ამ ცრუ შეტყობინებითო და ის ავიწყდებათ, 19 ივნისის ღამეს, 112-ში რომ დაირეკა, სასწრაფო გვჭირდება, პოლიცია გვჭირდება, დახმარება გვჭირდება, ხელკეტებით ხალხს სცემენო, პოლიციამ […]