„სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – გია ვოლსკი

„მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია.

„დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ. მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის! მამუკა ბახტაძეს ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს. საქმე ხალხის ცვლაში არ არის. უნდა მოხდეს პროექტების დაჩქარება, საკითხების განხილვის ინტენსიფიკაცია, უნდა შეიცვალოს მართვის ხარისხი და გაძლიერდეს მართვის ვერტიკალი. მამუკა ბახტაძეს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი და ენერგია გააჩნია იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საკითხი იქნება ნათელი, როდესაც პრემიერ-მინისტრი კონკრეტული პროგრამით პარლამენტის წინაშე წარდგება“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

სხვადასხვა მედიასაშუალებები სამთავრობო ცვლილებების შესახებ ვერსიებს ავრცელებენ. ამ ვერსიის თანახმად, პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნება.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *