„გია ბარამიძეს არ აქვს ის ბეგრაუნდი, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები აკეთოს“ – თაკო ჩარკვიანი

1,366 წაკითხვა

„ბევრი არ ემხრობა იდეას, რომ ცალკე გავიდნენ, ამიტომ ვაცალოთ. თავად მიხეილ სააკაშვილიც მომხრეა, რომ შენარჩუნდეს ეს ფორმატი „ძალა ერთობაშია“ და ბლოკით გამოვიდეთ არჩევნებზე“ ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი, მისი თქმით:

„ვადროვოთ. თუ თვითონ მოინდომებენ, რომ უნდათ გასვლა, ვინ გადაუდგება წინა?! ვერავინ. თუ რამეს ვერ დააბრალებ ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს, მას ამას ვერ დააბრალებ. მე არ მაქვს შორიდან ინფორმაცია. თუ ვინმეს რაიმე შეიძლება არ დააბრალო, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. ეს ჩართულობა, სადაც ბოკერია ხელებს აფათურებს… გახსოვთ 2016 წელი, როდესაც ბოკერიამ შუაზე გაუნგრია პარტია მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს უნდოდა, როცა ბოკერიამ უღალატა მას?! იგივე ამბავია ახლაც. გია ბარამიძეს რამდენჯერმე მივუთითე, რომ თავი შეიკავოს რადიკალური განცხადებებისგან. ბარამიძეს არ აქვს ის ბეგრაუნდი, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები აკეთოს. გია ისედაც რადიკალურად ახსენდება საზოგადოებას და მე მას მეგობრულად ვურჩევდი, რომ როდესაც ძალიან რადიკალად გიცნობს საზოგადოება, პოლიტიკაში რაღაცები უნდა ისწავლოს. ასეთი ტონალობა მან უნდა შეცვალოს. როდესაც ამას არ ცვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ ამომრჩევლისგან ალბათ შესაბამის პასუხს მიიღებს. მე გამიხარდებოდა, რომ უფრო რბილი გია ბარამიძე მენახა, მაგრამ მისი საქმეა, როგორც უნდა, ისე ილაპარაკოს. მაგრამ არ მგონია, რომ კარგი იყოს“.

Next Post

„ფუი თქვენ კაცობას, ქართველობას, ადამიანობას!“– ოთარ ჩრდილელი

ორშ ივლ 13 , 2020
1,366 წაკითხვასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი 19 წლის გიორგგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს: „ანგელოზივით ბავშვის- მკვლელ(ებ)ი და დამფარავები ხართ, ბოზები! არ წერია თქვენი საქციელი ადამიანურში, კაცურში, სპორტულში, ქურდულში, ქალაქურში… მაგრად შეგეშალათ და თუ სპორტსმენები ხართ დამნაშავე ან დამფარავი – აგერ შემომახვიეთ თქვენი მედლები. თქვენ რა ოჯახი უნდა შექმნათ ბიჭო?! ან ვინ შეგიშვებთ სიძედ ოჯახში, ამხელა ,,გრუზით,, როგორ უნდა იცხოვროთ თქვე […]

შესაძლოა მოგეწონოთ