„პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა“ – რომან გოცირიძე

1,641 წაკითხვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტში ბოლო დღეებში ინიცირებულ კანონპროექტებს „ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტს“ უწოდებს:

„დღეს და ხვალ, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ. ესენია:

1. ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;

2. ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;

3. ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის 5 პროცენტზე მეტის გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკის) ნებართვის გარეშე.

სამივე კანონპროექტი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას. ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა“.

Next Post

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები გახდა

ორშ ივლ 13 , 2020
1,641 წაკითხვადღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.