3,855 წაკითხვა
ოდესის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ათი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას მომხდარი ტრაგედიის შესახებ სააგენტო riafan.ru ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტრაგედია შაბათს ღამით, „Токио Стар“ – ის სასტუმროში მოხდა. ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის ლოკალიზებაში 65 მაშველი და 13 ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული.