„თქვა მიშამ, ახალგაზრდები ბუჩქებშიო“ – ხათუნა ხოფერია

1,818 წაკითხვა

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

„რა არის ახლა ეს??? თქვა მიშამ, ახალგაზრდები ბუჩქებშიო. ხელიც კი გაიშვირა და მიუჩინა თავისი ადგილი!!!!

არაო, თქვა ბიძინა ივანიშვილმა და ა, ტექნოლოგიური ინსტიტუტიო, ა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრიო!… შედით და იმოღვაწევეთო!!…

საქმეა ახლა ეს?… მიშას ჯინაზე აკეთებს ხო?!

დაყავდა მიშას მომღერლები და ტანცორები შუკა-შუკა, შარა- შარა… მღეროდნენ, მაგრამ რას მღეროდნენ… მიშა მაგარია!!!… ჩემი გმირი გიწოდე… და თავისი ადგილიც იცოდნენ!!!

არაო, ბიძინამ… !!! აგერ ბლექ სიი არენაო, გჩუქნითო, რასაც იზავთ ქენით, თავზე მაინც არ დაგაწვიმთო… საქმეა ახლა ეს???… ჯინაზეც შობა ხო?!…

თქვა მიშამ, შენი ლამაზი ღიმილის ჭირიმე დეიდებო და ბიძიებოო… დააძრო ყველას კბილები… იცოდა, მაინც არაფერში ჭირდებოდათ… კი იყვნენ მშივრები და გაღიმებულები!!

არაო, ივანიშვილმა! დააზღვია ყველა! C ჰეპატიტიანებ უმკურნალა. თლათ კტარები გადაარჩინა! საქმეა ახლა ეს?… ჯინასზე აკეთებს ხო?!

თქვა მიშამ, ეკლესია- მონასტერი აგერ 2000 წელია შენდება და თავზესაყრელად გვაქვსო! ვაჟკაცურად მიანგრია ფერიას მთაზე მშენებარე წმ. გაბრიელის ეკლესია!!! და კიდევ რამდენი ასეთი ეკონომია გაუკეთა ქვეყანას!!!

არაო, თქვა ბიძინამ! აშენებს და აშენებს სალოცავებს! არემონტებს და არემონტებს! საქმეა ახლა ეს?! ჯინაზე შობა ხო?!… ახლა შევისვენებ! თვარა, დავიღალე ამ ჯინიანი კაცის მხილებით!”

Next Post

„შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ სიახლეს ვასაჯაროებ “ - გიორგი კაპანაძე

ორშ ივლ 13 , 2020
1,818 წაკითხვაpresa.ge-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ამას წინათ ექსკლუზიურად გავახმოვანე რომ იმ ადგილას, სადაც გამოძიების ვერსიით გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინა, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი ვერ აიღო. ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა მოკლულის ოჯახის ადვოკატის განცხადებით. ახლა ვასაჯაროვებ კიდევ ერთ სიახლეს: პოლიციას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი არ მიუყვანია იმ ადგილებში, სადაც სინამდვილეში შაქარა ასე სასტიკად სცემეს და შემდეგ, დიდი ალბათობით, წყალში […]