„შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ სიახლეს ვასაჯაროებ “ – გიორგი კაპანაძე

1,838 წაკითხვა

presa.ge-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ამას წინათ ექსკლუზიურად გავახმოვანე რომ იმ ადგილას, სადაც გამოძიების ვერსიით გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინა, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი ვერ აიღო.

ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა მოკლულის ოჯახის ადვოკატის განცხადებით.

ახლა ვასაჯაროვებ კიდევ ერთ სიახლეს: პოლიციას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი არ მიუყვანია იმ ადგილებში, სადაც სინამდვილეში შაქარა ასე სასტიკად სცემეს და შემდეგ, დიდი ალბათობით, წყალში გადააგდეს.

აქედანაც ჩანს რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო მძიმე დანაშაულის მიზანმიმართული გაყალბება მტკიცებულებების განადგურებით, რაც მოხდა კიდევაც მოგვიანებით – შემთხვევის ადგილის გადაწვით.“

 

Next Post

ბოლო ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ

ორშ ივლ 13 , 2020
1,838 წაკითხვაგიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში“ ცოტნე გამსახურდიას შესახებ ბოლო ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს: ,,ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ.“