სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

ბათუმის მერის მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა. სოფო ხალვაში ოფიციალურად მერმა ლაშა კომახიძემ დღეს წარადგინა. როგორც მერმა აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობები აქვს ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, სოფო ხალვაში მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კანონის დაცვით მოხდა სოფო ხალვაშის დანიშვნა მერის მოადგილედ, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დარღვევა და დანიშვნა კანონის დაცვით მოხდა.

თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოსტზე შემოთავაზება დიდი ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *