„ახლა „ლელოს“ აქტივისტებს და მევახშე ხაზარაძეს მინდა მივმართო“ – ლადო სადღობელაშვილი

1,162 წაკითხვა

ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქზე წერს:

„დღეს ერთ გამაღიზიანებელ ფაქტს შევესწარი.
– რამოდენიმე „ლელოს“ აქტივისტი ბაბუ-კაცს შესეოდნენ (ვითარც ყვავ-ყორნები) და თავიანთ ანგაჟირებულ, ბინძურ აზრს თითქოს მამუკა ხაზარაძე კარგი და პატიოსანი ადამიანი ყოფილიყოს თავს ახვევდნენ… და მაშინ როდესაც ბაბუმ ხაზარაძეს მევახშე უწოდა გაისმა კითხვა : „ბატონო კონკრეტული დაზარალებული იცით ვინმე, რომელმაც სახლი „თი-ბი-სი“-ს გამო დაკარგა?“ პასუხათ ბაბუმ ხელი ჩაიქნია და გზა გააგრძელა.
ახლა „ლელოს“ აქტივისტებს და მევახშე ხაზარაძეს მინდა მივმართო: მე ვიცი საკმაოდ ბევრი ისეთი ოჯახი, რომელმაც თი ბი სი ბანკის გამო ერთადერთი საცხოვრებელი დაკარგა! გარდა მაგისა ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომლებმაც შენი ავად სახსენებელი ბანკიდან “ერთი” გამოიტანეს და უზარმაზარი პროცენტის გამო იხდიან “ათს”!!! ან გადაუხდელი პროცენტის გამო ანგარიშები დაუყადაღდა და კორონა-დახმარებასაც კი ვერ იღებენ! თუ ძალიან გაინტერესებთ სახელებით, გვარებით და პირადობის მოწმობებით გავასაჯაროებ!“

Next Post

„ბიძინა კარგი იდეა მაქვს“ - გუბაზ სანიკიძე დენდროპარკზე

კვი ივლ 19 , 2020
1,162 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ