„ამ ყველაფერში, ყველაზე ამაზრზენი, საშიში და შოკში ჩამგდები ისაა რომ..“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

ექსპერტი, რომელიც შეიძლება გიდადაც მუშაობდეს (სიმართლეც რომ იყოს) თურმე პრობლემაა და მწყემსი რომ ფეხოსანი პატრული აღმოჩნდება მერე რა ხო?

ამ ხელისუფლების დამცველებო!

ეგებ ცოტა გაიჭირვოთ და გააანალიზოთ – ექსპერტმა ყველა დასკვნა ოფიციალური ექსპერტიზის აღწერის აფუძველზე გააკეთა და ოდნავ ლოგიკის უნარი თუ დაგრჩათ, დღეს გული უნდა გქონდეთ შიშისგან გახეთქილი და არა ექსპერტს, გვარამიას ან მთავარ არხს ებრძოდეთ!

“იმედის” სიუჟეტმა პირდაპირ დაადასტურა ის თუ საით უნდოდა გამოძიებას საქმის წაყვანა. დღეს კი აღმოჩნდა რომ “მწყემსი” ფეხოსანი პატრული თავადვე აღიარებს, ტყუილი ვთქვიო.

გარდა მთლიანი სურათის ენით აუწერელი ტრაგიზმისა, ამ ყველაფერში ყველაზე ამაზრზენი, საშიში და შოკში ჩამგდები ისაა რომ ხელისუფლება ასეთ დამნაშავეებზე ხელის დაფარვის მიზნით ტელევიზიის ჩათვლით ყველა სტრუქტურას ამუშავებს! ამაზე არ ფიქრობთ???

ისე როგორ დაგიბნელდათ გონება რომ შიშის შეგრძნებაც არ დაგრჩათ – მომავლის შიშის???

წინ თუ ვერ იხედებით, საკუთარ შვილებს შეხედეთ!

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *