პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამიმართა. პარტია აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის ოკუპაციას აპროტესტებს. პარტიის ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, აღნიშნული აქცია არის გამაფრთხილებელი დამათ მიერ ორგანიზებულ აქციებს მალე სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დაარასამტავრობო ორგანიზაციები შემოუერთდება.
„ჩვენ ვაპროტესტებთ აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის ოკუპაციას. მათ მოახდინეს ქართული ძირძველი მიწის მიტაცება. დავითგარეჯის ტერიტორია და იქ მდებარე ეკლესია-მონასტერები არასდროს ყოფილააზერბაიკანის საკუთრება და არც ალბანური კულტურისძეგლი, როგორც ამას აზერბაიჯანული მხარე მოპიხსენიებს. შესაბამისად, აზერბაიჯანის მხრიდან, განხორციელებულ ქმედებას მაშინ როდესაც, ამ მონაკვეთზე არ მომხდარა საზღვრის დემარკაცია, შეიძლება ეწოდოს უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი. ჩვენ ჩავატარეთ პირველი გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, და ეს აქციები მიიღებს პერნამემტულ სახეს. ჩვენ გარკვეული შეხვედრები გვაქვს აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ პარტიებთან, და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და უმოკლეს ხანში ჩვენ შევიმუშავებთ საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.