„შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

2,205 წაკითხვა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ სამართალდამცავებს ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრების მიმართ არაკეთლსინდისიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

რამიშვილის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ქმედებები გარდაცვლილი ქალის ოჯახის მიმართ „მუქარას გავდა“.

„ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, მამასთან ცუდი და უხეში გაფრთხილებებით. თითქოს იყო მუქარა – „შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე“. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა – სამართალს არღვევდე. ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ევაჭრებოდე – „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“. არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს. არავის არ მივცემ ამის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, საითაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა და რა პირებთანაც არ უნდა მიდიოდეს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

Next Post

„ეს არის ქართული პოლიტიკური კრეტინიზმის შედეგი“ - დემურ გიორხელიძე

ხუთ ივლ 23 , 2020
2,205 წაკითხვაარის თუ არა მოსალოდნელი რუსული ძალების გააქტიურება წინასაარჩევნოდ, ამ კითხვაზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სააგენტო for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ: „ეს არის ზღაპარი. დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსული ძალების ქვეშ არის. ივანიშვილის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ტექნოლოგია, პროპაგანდა. ეს არის ქართული პოლიტიკური კრეტინიზმის შედეგი. ჩვენ პოლიტიკა დავიყვანეთ მასხარაობამდე რაღაც სპორტულ ღონისძიებამდე, ვინ უფრო დიდ სისულელეს […]

შესაძლოა მოგეწონოთ