1,817 წაკითხვა
არის თუ არა მოსალოდნელი რუსული ძალების გააქტიურება წინასაარჩევნოდ, ამ კითხვაზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სააგენტო for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ:
„ეს არის ზღაპარი. დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსული ძალების ქვეშ არის. ივანიშვილის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ტექნოლოგია, პროპაგანდა. ეს არის ქართული პოლიტიკური კრეტინიზმის შედეგი. ჩვენ პოლიტიკა დავიყვანეთ მასხარაობამდე რაღაც სპორტულ ღონისძიებამდე, ვინ უფრო დიდ სისულელეს იტყვის რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან გვაქვს უდიდესი პრობლემა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი ღლიცინებს და აბსოლუტურად მიიუღებელი ლექსიკის გამოყენებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი უსუსურობა“, – აცხადებს გიორხელიძე.