დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება

ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იხსნება. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მთავარი თემები მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული რთული ვითარება იქნება.

ქართული მხარე ასევე დააყენებს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერების საკითხებსაც.

მოლაპარაკებები შვეიცარიაში დღეს იწყება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *