Breaking News
Home / მთავარი სიახლე / ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს

ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს

ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს და მოხდება მათი ბინებით უზრუნველყოფა და დაკმაყოფილება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა ის ორჯერ ჩავარდა. კალაძის თქმით, ახლა გარკვეული პირობები შეიცვალა და იმედოვნებს, რომ სამშენებლო კომპანიები აღნიშნული პროექტით დაინტერესდებიან.

მისივე თქმით, გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მერიას უფრო მეტ ფართს შესთავაზებს, რათა დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფა მოხდეს.

„პირველი საკითხი არის ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულების საკითხი. იცით, რამდენად მნიშვნელოვანი თემაა ეს. პრობლემა 90-იანი წლებიდან აწუხებს ამ ადამიანებს. 3 ათასზე მეტი ოჯახია, ვისაც დღესაც ეს პრობლემა გააჩნია. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ჩვენ დავიწყებდით ამ პრობლემის მოგვარებას და უკვე კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ამ ადამიანებს პრობლემას მოუგვარებს და მოხდება მათი ბინებით უზრუნველყოფა და დაკმაყოფილება. ჩვენ შევარჩიეთ კონკრეტული მიწები, არეალი, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება, გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა არც ერთი დაინტერესებული კომპანია, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა. მესმის, ამ კომპანიების, რადგან ყველას ინდივიდუალური ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ შევცვალეთ მიდგომა. ბევრი დეველოპერული კომპანია არის დაინტერესებული ამ პროექტებით, მოდიან სხვადასხვა წინადადებებით და მერიას სთავაზობენ სხვადასხვა წინადადებს. მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, რომ წარმოადგინონ წინადადებები ამ კონკრეტულ მიწებზე და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც უფრო მეტ ბინის ფართს შესთავაზებს მერიას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას დაკმაყოფილებული“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

Powered by themekiller.com