Breaking News
Home / მთავარი სიახლე / მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში. კვების ერთ-ერთ ობიექტში მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახელებულ ტერიტორიაზე მოხდა – ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველების განმარტებით, დაწესებულების მეპატრონე გამოძიებასთან თანამშრომლობს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დადგენილია, სავარაუდო, ბრალდებულის ვინაობაც. მიმდინარეობს გამოძიება.

“ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი. არც ის ვიცი, ჰქონდა თუ არა მანამდე ვინმესთან კონფლიქტი. არ იყო ისეთი ადამიანი რომ ვინმესთან ეჩხუბა. ის კარგი და ჭკვიანი ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა. რის გამო გაიმეტეს ასე?”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარები

Powered by themekiller.com