დილარ ხაბულიანი მაჟორიტარად კენჭს იყრის

1,715 წაკითხვა

ზვიად გამსახურდიას მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი, დილარ ხაბულიანი რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, შს ყოფილი მინისტრი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გეგმავს.

სააგენტოსთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ხაბულიანი ამ დროისთვის ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს გადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო ეცადა თავად დილარ ხაბულიანთან დაკავშირებას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დილარ ხაბულიანის სავარაუდო კანდიდატურის შემთხვევაში ის “ქართული ოცნების”’ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება, განსაკუთრებით ზემო სვანეთში სადაც ხაბულიანს მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” ოცდაათივე სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა, მათ შორის გოჩა ენუქიძეს, უკვე მეორედ გამოუცხადა ნდობა, რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის საარჩევნო ოლქში.

ცნობისათვის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

Next Post

„ოპოზიციის საყურადღებოდ“ - გია ხუხაშვილიოპოზიციას მიმართავს

ოთხ ივლ 29 , 2020
1,715 წაკითხვაგია ხუხაშვილი ოპოზიციას მიმართავს: „ოპოზიციის საყურადღებოდ: თქვენგან განსხვავებით, ამომრჩევლის მიზანი ხელისუფლების ჩანაცვლება კი არა, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაა. შესაბამისად, თქვენ ის კი არ უნდა ამტკიცოთ მარტო, რომ ხელისუფლება ცუდია, არამედ ის, რომ თქვენ უკეთესი ხართ.“- წერს გია ხუხაშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ