„წუხელ, ემიგრანტმა პოეტმა, ქალბატონმა ლელა ლაჩაშვილმა დააანონსა..“ – ზაურ ნაჭყებია

1,981 წაკითხვა

წუხელ, ემიგრანტმა პოეტმა, ქალბატონმა ლელა ლაჩაშვილმა დააანონსა და პარნასის ადმინისტრაციამაც დაადასტურა, რომ, დღეს, 17 საათზე, პარნასის ლიტგვერდზე მოეწყობა ასევე ემიგრანტი პოეტ-პროზაიკოსის, ქალბატონ სალომე გოგოლაძის ლიტერატურული „სასამართლო“, სადაც დაგეგმილია გაირჩეს სალომე გოგოლაძის პოეზია და ამხილონ „პლაგიატობაში“!

მე, როგორც მისი წიგნების რედაქტორ-გამომცემელი, სალომე გოგოლაძეს ვიცნობ, როგორც ნიჭიერ, საკუთარი ხელწერის მქონე პროზაიკოსს, რომელიც ასევე წერს ლექსებს.

საჯაროდ ვაცხადებ:როცა მის პოეტურ და პროზაულ კრებულებს ვამზადებდი, გულწრფელად ვურჩიე, მეტი დრო დაეთმო პროზისთვის .რაც შეეხება მის პოეზიას, პირუთვნელად ვუთხარი, ჩვეულებრივი ლექსებია, თანამედროვე ლექსმწერებს არ ჩამოუვარდები, მაგრამ, შენს შემოქმედებით პერსპექტივას უფრო პროზაში ვხედავ-მეთქი.

მეტ-ნაკლებად ვიცნობ ქართულ პოეზიას და წაკითხულის გააზრებაც არ მიჭირს.ამდენად, მის ლექსებში პლაგიატობის ნიშნები რომ აღმომეჩინა, აუცილებლად ვეტყოდი და კრებულსაც ჩემი გამომცემლობის გრიფით არ დავბეჭდავდი.

მე უფრო პარნასისგან მიკვირს: რა საჭიროა ლიტერატურული „სასამართლოს“ მოწყობა ღია სივრცეში , სადაც პოლემიკის კულტურის არქონის გამო შეიძლება ადამიანს ისეთი ტკივილი მიაყენონ, მომავალში საერთოდ არ მოუნდეს ხელში კალმის აღება , თან სულიც აუფორიაქონ!

თუ პარნასს ნამდვილად სურს, ჩააცხროს ხელოვნურად აგორებული ვნებათაღელვა და სალომე გოგოლაძის პოეზია არაკეთილმოსურნეთა საჯიჯგნი არ გახადოს,შეარჩიოს რომელიმე კვალიფიციური (ობიექტური) ლიტერატორ-კრიტიკოსი და შეაფასებინოს მისი პოეზია.ამ შემთხვევაში უფრო გამოჩნდება, არის თუ არა იგი პლაგიატი და აქვს თუ არა მორალური უფლება, მომავალშიც “გაეთამაშოს“ ლექსის სტრიქონებს!

ინტერესით დაველოდები , რა „ვერდიქტს “ გამოიტანს „სასამართლო“ .მე კი, საბოლოო სიტყვის უფლებას ვიტოვებ!

თუმცა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, „სასამართლო “ პროცესი, მაინც არასწორად მიმაჩნია პარნასის გადაწყვეტილება.

უფლის წინაშე ვამბობ:ელემენტარული სურვილი არა მაქვს ჩემი აქტიურობით მივჩქმალო სალომე გოგოლაძის „პლაგიატობა“.უბრალოდ, ანგარიშსწორების ასეთი ფორმა პირადად ჩემთვის ყოვლად მიუღებელია!

ზაურ ნაჭყებია

Next Post

„შსს-ში საბოტაჟს გახარიას კადრები აწყობენ და გეტყვით, რატომ აწყობს ეს გახარიას…”

ოთხ ივლ 29 , 2020
1,981 წაკითხვაიურისტი, გენ.ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს: “გიორგი გახარია ფარსმან სპარსის მეფესთან დიალოგის დროს ნახსენებ ყვავს მაგონებს… არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გახარია ჩვეულ ფორმაშია და პოპულისტობს, როცა ვახტანგ გომელაურს საგამოძიებო საქმიანობას უწუნებს. რას ითხოვს ის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან როცა იქ წამყვან პოზიციებზე არა გომელაურის, არამედ სწორედ მისი დანიშნული […]