რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინასა და სირიაში არსებული კრიზისის მოგვარებაა.
რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი და საფრანგეშში რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების საკითხიც.
აღსანიშნავია, რომ მაკრონისა და პუტინის შეხვედრა “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე იმართება.
„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა 24-26 აგვისტისაა დაგეგმილი, აღსანიშნავია, რომ ამ შეხვერაში რუსეთის ლიდერი არ მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან რუსეთმა სამიტებში მონაწილეობა ფორმატის ცვლილების გამო, 2014 წლიდან შეწყვიტა.
ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი, ბოლოს ერთმანეთს 2016 წლის შემოდგომაზე შეხვდნენ.