„გამწარებული მშობლების გამოსავალი ჟურნალისტებზე ხმის მიწვდენაა – “ოცნება ხელისუფლებას ემშვიდობება”

1,485 წაკითხვა

„ასეთი მიჩქმალვები ჩადენილ დანაშაულებებთან  დაკავშირებით, რასაც საგამოძიებო ორგანოები აკეთებენ, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით, ქვეყანას მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ გამოაშკარავდება ფაქტები, რომლებზეც უარესი რეაქცია ექნება ხალხს, ვიდრე  “ციხის კადრებზე“ – აცხადება „ალიასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„აღმაშფოთებელია, როდესაც ჩვენ გამწარებული მშობლების ხმას ვისმენთ ტელევიზიით, როდესაც მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჟურნალისტისთვის ხმის მიწვდენა და სიმართლის თქვა. დაეკარგა ხალხს საგამოძიები ინსტიტუტების მიმართ ნდობა. რატომ უნდა იძახდეს შვილმკვდარი, გამწარებული მშობელი, რომ არ ვენდობი გამოძიებასო?!

უსაფუძვლოდ ხომ არ ამბობს ამას, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს და ამის დანახვა არ უნდა ხელისუფლებას. გამოდიან მერე და ამუნათებენ ამ მშობლებს, მავანნი პოლიტიკურად იყენებენო. რას ნიშნავს პოლიტიკურად იყენებენ? ჩვენ ვხედავთ, რომ აბსურდამდე მიდის  ყველა ასეთი, გახმაურებული  გამოძიება. თუ სადღაც ვიღაცის გვარი გაიელვებს, თუ რომელიმე საქმეში ხელისუფლების გავლენიან  წარმომადგენლის ინტერესი გამოიკვეთა, ისე იძიებენ საქმეებს, რომ  იმას არ ჰქვია გამოძიება. ჟურნალისტები რომ არა, ყველაფერი მიჩქმალული იქნებოდა. ამიტომ ვიძახი, რომ თქვენი მეშვეობით ხდება სიმართლის გარღვევა. არ უნდა აიძულო ადამიანი, რომ ჟურნალისტთან წავიდეს, შესჩივლოს, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, ან სხვა სახის დანაშაულს არ იძიებენ და დამეხმარეთო. მერე ამან უკვე სისტემატური საქმე მიიღო. როგორ შეიძლება, ოთხი დღე ბავშვი ვერ იპოვნო, შაქარაშვილზე ვსაუბრობ და მერე დანაშაულის სავარაუდო ადგილი გადაიწვა, მტკიცებულებები ვიდრე არ გააქრეს ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან მოწმეებმა, მართლა არ ამოიღო გამოძიებამ. მერე პროკურატურა კითხვებს უგზავნის პოლიციას, ამა და ამ მოწმეს ესა და ეს კითხეთო. საბავშვო ბაღია? პოლიციამ მოწმეები სრულყოფილად ვერ უნდა დაკითხოს? კითხვებს აჩენს ექსპერტიზის პასუხები და მეტი რაღა უნდა მოხდეს ერთ საქმეში, რომ გამოძიების მიმართ ნდობა დაკარგო?

მერე ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება. გარდაცვლილი ადამიანებისა და მათი  ჭირისუფლების დისკრედიტაცია ხდება ხელისუფლების,  „ქართული ოცნების“ მომხრეების მხრივ სოციალურ ქსელში, მის მიერ კონტროლირებადი მედიით. იქ თურმე ფსიქოლოგთან დადიოდა ის 23  წლის გოგო რომ დაიღუპა, ბაჩალიაშვილი, თურმე მანქანაში რაღაც  წამლები უპოვნეს და მიანიშნებენ, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა.

მერე უკვე დასკვნას აკეთებენ, რომ თავი მოიკლა, რათა პოლიციის, გამოძიების უუნარობა მიჩქმალონ, გადაფარონ.  ქვეყანა დასტრესილია, გადახედონ ერთი,  ვინ რას მოიხმარს. ყველას არ აქვს ძლიერი ფსიქიკა. ახალგაზრდები უმძიმესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან  უმძიმესი სოციალური ვითარების გამო. ერთი ახალგაზრდა მუშაობს ოჯახში და არჩენს დედ–მამას, მცირეწლოვან ძმას თუ დას საკუთარ თავს თავისთავად და ამდენი სული აწევს კისერზე. მერე კრედიტები აქვს გადასახდელი, ოჯახის წევრი თუ ავად გახდა, მტერს და ამხელა ტვირთს ყველა იოლად ვერ უძლებს. დიდი ამბავი, თუ ახალგაზრდას ფსიქოლოგი  და წამალი  დასჭირდა“.

 

Next Post

„ვიღაც კაცის 2-მა ქართულმა ნაგაზმა 5 ძაღლი მოკლა ჩემ თვალწინ” – რა ხდება ჟვანია-შატბერაშვილზე

ხუთ ივლ 30 , 2020
1,485 წაკითხვანიკა ქავთარაძემ ფეისბუქში დაწერა: “ჟვანია – შატბერაშვილზე დილაობით ერთი კაცი “ასეირნებს” 2 ქართულ დიდ ნაგაზს და ერთ პატარა ზომის ძაღლს. უფრო სწორად, ანადირებს ქუჩის ძაღლებზე და კატებზე. ერთ დილას, ჩემ თვალწინ ჩვენი ეზოს ფისო დალეწეს, დაამტვრიეს ძვლებში და მოკლეს. ისეთ შოკში ვიყავი, ტაქსიში ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მის მერე არ შემხვედრია ეს კაცი, რომ დავლაპარაკებოდი. დღეს დილით, აბაზანაში გავიგობე, რომ […]