ლისზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
ნიუპოსტის წყარო ყვება, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას შვილმა ბუსა ჟვანიამ ცივი იარაღით დაჭრა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიას თოფაძესთან მყოფი ქალის ნახვა უნდოდა, ქალმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც ადგილზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4-ჯერ დაარტყეს დანა. ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება მეორე ოპერაცია დასჭირდეს.” – ამბობს გოგი თოფაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.