„ეს იქნება ბრძოლა ჩემი ხალხისთვის“ – ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

4,120 წაკითხვა

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მდერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც ის აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტის წევრობას და არც რაიმე თანამდებობის დაკავებას მომავალ მთავრობაში.

მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ მის მიმართვაში ამბობს, რომ მთავარი მიზანი ივამიმშილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა და არა თანამდებობების გადანაწილება.

„ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს ქართული ოცნება – რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“ – წერს ვანო მერაბიშვილი.

Next Post

„ფეხებზე მკიდია ფეხით სიარული” - ვახო სანაია

ორშ აგვ 3 , 2020
4,120 წაკითხვაჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს: “ნუ ფილოსოფოსობთ ერთი, თქვენი ჭირიმე რა. რაის ქალაქის განტვირთვა და ჩაფიქრებული პროექტი. სადღაც ნახეს, რომ შუა ქუჩაში დგას ავტობუსების გაჩერება, უი, რა ლამაზიაო, აიღეს, დახაზეს და გააკეთეს აქ. მერე რაღაც ნიტოდ გამოვიდა და თქვეს, ავტობუსი პირიქით ივლისო. მერე თქვეს ამ ყველაფრით განიტვირთება ქალაქიო და საწინააღმდეგო მოხდა, შუა ზაფხულში საცობი გაიჩითა იქაც, სადაც არასდროს […]

შესაძლოა მოგეწონოთ