ბუსა ჟვანიამ თავი თავად დაიჭრა? – რას ჰყვება ადვოკატი?

1,686 წაკითხვა

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია:

“მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ”

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილია თავად ჟვანიაც.

Next Post

გოგი თოფაძე ჩხუბის ღამეს იხსენებს

ორშ აგვ 3 , 2020
1,686 წაკითხვაგოგი თოფაძე შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ჩხუბის ღამეს იხსენებს. „ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ალბათ ერთი დღე კიდევ ასე იქნება. ოპერაცია ჩაუტარდა ოთხივე ჭრილობაზე. შეიძლება კიდევ დაგვჭირდესო. პოლიციაში მე ვიყავი, ჩემი ცოლი და ის 4 ბავშვი, ვინც იყო იმ ღამეს ჩვენთან სახლში. დილის 5 საათზე რომ შემოგივარდება კაცი და ამ ქალბატონთან რაღაც… დავანებოთ ამას თავი და […]