გოგი თოფაძე ჩხუბის ღამეს იხსენებს

1,051 წაკითხვა

გოგი თოფაძე შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ჩხუბის ღამეს იხსენებს.

„ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ალბათ ერთი დღე კიდევ ასე იქნება. ოპერაცია ჩაუტარდა ოთხივე ჭრილობაზე. შეიძლება კიდევ დაგვჭირდესო.

პოლიციაში მე ვიყავი, ჩემი ცოლი და ის 4 ბავშვი, ვინც იყო იმ ღამეს ჩვენთან სახლში. დილის 5 საათზე რომ შემოგივარდება კაცი და ამ ქალბატონთან რაღაც… დავანებოთ ამას თავი და თითქმის მომიკლა შვილიშვილი, რა უნდა გავაკეთო, შემეცოდება?

რაც მოხდა ეს ტრაგედია ბავშვთან არ მილაპარაკია,  პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო წივილ-კივილი, ჩვენ გვეძინა. დაინახა რომ ურტყამდნენ მის შვილიშვილს, კინაღამ თვითონაც მოყვა ამაში. ჩვენ რომ ამოვედით ის უკვე გაქცეული იყო.”

Next Post

დეპუტატიები, რომელთაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლიათ

ორშ აგვ 3 , 2020
1,051 წაკითხვა„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია. ორგანიზაციამ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა, ანგარიში კი დღეს წარმოადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების […]