ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

1,809 წაკითხვა

„შაბათის ფორმულა“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

მისი გამოკითხვა, გუშინ„შაბათის ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

შეგახსენებთ, რომ „შაბათის ფორმულამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

Next Post

“ახლა გამოვედი ბაჩალიაშვილების სახლიდან – საოცარი ამბები მოვისმინე”

ორშ აგვ 3 , 2020
1,809 წაკითხვა„presa.ge“-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს: „თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს შევხვდი მათივე თხოვნით. ახლა გამოვედი მათი სახლიდან. საოცარი ამბები მოვისმინე. პირდაპირ თვალწინ უყალბებენ საქმეს. პუტინის რუსეთშიც არ იქცევა ალბათ ასე ცინიკურად გამოძიება.”