პროკურატურა სასამართლოს ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

1,141 წაკითხვა

საქართველოს პროკურატურა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყება სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

ბუსა ჟვანიას ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

„ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

„ია ფარულავა, ჭიტა!” – რას წერს თემურ თათარაშვილი?

სამ აგვ 4 , 2020
1,141 წაკითხვამომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში, წერს: “მადლობას გადაგიხდით ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მსმენელებო და ადამიანებო, ვისაც სხვისი შეურაცხყოფის დანახვა გულგრილად არ შეუძლია. იმედი მაქვს ჩემი გამოხმაურება დააფიქრებს ბევრი გადაცემის ჟურნალისტს და წამყვანებს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვა, სიბინძურეების შეთხზვა და შემდეგ ამის ტირაჟირება არის დანაშაული და ადრე თუ გვიან საზოგადოებისგან მიიღებს ადექვატურ პასუხს. ახლა რაც შეეხება ჩემს სიუჟეტს, მივიღე ბოდიში […]

შესაძლოა მოგეწონოთ