„რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?“ – რა მოთხოვა სააკაშვილმა გუბერნატორს – „ეს ამბავი ზუგდიდში ყველამ იცის“

6,481 წაკითხვა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ზუგდიდში მომხდარ „ინციდენტს“ იხსენებს, რომელიც, ხუბუას თქმით, ზუგდიდში ყველამ იცის.

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ზუგდიდში მომხდარ „ინციდენტს“ იხსენებს, რომელიც, ხუბუას თქმით, ზუგდიდში ყველამ იცის.

,,რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?”

ის დროა, სააკაშვილი რომ პრეზიდენტია და სამეგრელოში გუბერნატორადაც, რა ლაპარაკი უნდა, მისი კაცი ზის.

ზუგდიდში ერთი ჩასვლისას, მიშა რომ ჩვეულებრივად გაძღა და შეჟუჟუნდა, ამ თავის ლაქია გუბერნატორს მხარზე ხელი დაჰკრა და მოცინარმა ჰკითხა:

– რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?

ამის გაგონებაზე გუბერნატორი გაშრა. იმის ვაჟკაცობა სად ჰქონდა, დუჟიანი ბელადისათვის საკადრისად რომ ეპასუხა და ამიტომ ენის მუცელში ჩაგდება არჩია.

– კარგი, კარგი, მოიფიქრე და შემდეგ ჩამოსვლაზე მითხარი! – უთხრა სააკაშვილმა.

ზუგდიდში ეს ამბავი ბევრმა იცის და ახლა იმ ყოფილ გუბერნატორს საარჩევნო ფერხულში რომ იხილავენ, ისევ გაახსენდებათ.“– წერს ხუბუა.

Next Post

„ნაცემი გია ბარამიძე ბუსა ჟვანიას sms-ებს უგზავნიდა – „ეს რა გამიკეთე, ბუსა? - რა მოხდა ბათუმში

ოთხ აგვ 5 , 2020
6,481 წაკითხვაროდესაც ლევან თოფაძის დაჭრის საქმეში ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახელმა გაიჟღერა, კოლეგებს მაშინვე გაახსენდათ 2015 წელს „ალიაში“ გამოქვეყნებული ექსკლუზივი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ სცემა მაშინ 20 წლის ბუსა ჟვანიამ, რომელიც იმ დროს ამერიკაში სწავლობდა და საქართველოში იყო ჩამოსული, ბათუმში გია ბარამიძე. კარგია, რომ ეს ამბავი კოლეგებმა, როგორც ხშირდაც ხდება ხოლმე, თავის ექსკლუზივად მაინც არ გაასაღეს და აღნიშნეს, […]