Breaking News
Home / მთავარი სიახლე / „ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება – ამომრჩეველს ვერ მოატყუებ“

„ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება – ამომრჩეველს ვერ მოატყუებ“

ეკა ბესელიას გუნდის მესამე ძალად ჩამოყალიბებას, ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს მმართველი გუნდი და ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ამას ამომრჩეველი მას ხშირად შეახსენებს.

„ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პლატფორმის შესაძლებლობებს ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ძალიან დააგვიანეს, ის პრობლემები, რაც მათი მხრიდან არის მიზეზად მოყვანილი, დღეს არ გაჩენილა, ის რამდენიმე წელია არსებობს და შესაბამისად, ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოს. მე პირადად მზად ვარ უკან არ გავიხედო, არ ვიქიკილო ამ დაგვიანებაზე და ვითანამშრომლო, მაგრამ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. მას ეს პრეტენზია ბესელიასთან ყოველთვის ექნება, რომ 2019 წელს აღმოაჩინა ის, რა პრობლემაც 2013 წლიდან უკვე საკმაოდ ადვილი დასანახი იყო“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ipn.ge

კომენტარები

Powered by themekiller.com