„თამარ ბაჩალიაშვილს დააბრალეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია…“ – მამუკა მდინარაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

1,724 წაკითხვა

პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანურ ტრაგედიაზე მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის, ამორალურია.

„არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის! ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას – ოჯახს, შვილს მიადგნენ… რა თქმა უნდა უშედეგოდ – მალევე გაიშიფრნენ. ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, – დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია…

სხვა მიზანი არასდროს ქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი – რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია. აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ, ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს თავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს” წერს მამუკა მდინარაძე.

Next Post

„ვისაც ღია ეთერში გამოძიება არ მოსწონს მათ გასაგონად“ - ირინა სარიშვილი

ორშ აგვ 10 , 2020
1,724 წაკითხვაირინა სარიშვილის სტატუსი ფეისბუქში: ვისაც ღია ეთერში გამოძიება არ მოსწონს მათ გასაგონად: რა თქმა უნდა ძნელი გადასახარშია ღია ეთერში გამოძიება მით უმეტეს მკვლელობის, როცა ამას ყველანაირი ადამიანი უსმენს და უყურებს. ეს იგივეა, პირდაპირ ეთერში აყურებინო ყველას თუნდაც ყველაზე იოლი ქირურგიული ოპერაცია ადამიანზე. მაგრამ ტოვებს კი სხვა გზას ეს ხელისუფლება?! არა! არ ტოვებს! ხოდა მოკეტეთ უკმაყოფილოებო და სხვების განქიქებას საკუთარ […]

შესაძლოა მოგეწონოთ