„ვისაც ღია ეთერში გამოძიება არ მოსწონს მათ გასაგონად“ – ირინა სარიშვილი

2,315 წაკითხვა

ირინა სარიშვილის სტატუსი ფეისბუქში:

ვისაც ღია ეთერში გამოძიება არ მოსწონს მათ გასაგონად:

რა თქმა უნდა ძნელი გადასახარშია ღია ეთერში გამოძიება მით უმეტეს მკვლელობის, როცა ამას ყველანაირი ადამიანი უსმენს და უყურებს. ეს იგივეა, პირდაპირ ეთერში აყურებინო ყველას თუნდაც ყველაზე იოლი ქირურგიული ოპერაცია ადამიანზე.

მაგრამ ტოვებს კი სხვა გზას ეს ხელისუფლება?!
არა! არ ტოვებს!
ხოდა მოკეტეთ უკმაყოფილოებო და სხვების განქიქებას საკუთარ რეაქციებს მიხედეთ აჯობებს ვის რაზე დასცინით და რა გაღიზიანებთ.
არც გვარამიაა გასალანძღი და არც ბაჩანა დასაცინი.
გასალანძღი ეს ხელისუფლებაა და დასაცინი კი ის მდგომარეობა, რომელშიც ამ ხელისუფლების წყალობით აღმოვჩნდით.
ხოდა სანამ გაარკვევთ ვინ უნდა ლანძღოთ და ვის უნდა დასცინოთ, სად უნდა გაიცინოთ და სად თავში აგური იცეთ, საკუთარ კედლებზე ივარჯიშეთ, სხვაგან ნუღარ გადაიტვირთავთ თავს.

Next Post

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა პარტია შექმნეს

ორშ აგვ 10 , 2020
2,315 წაკითხვამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ ჩოჩელმა პოლიტიკური ორგანიზაცია “პროგრესი და თავისუფლება” ჩამოაყალიბეს – ამის შესახებ ინფორმაციას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს:      „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია  “პროგრესი და თავისუფლება” შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება” – აღნიშნულია ინფორმაციაში.