„პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს-ყველაფერი პოლიციის ბრალია“ – ლევან ლორთქიფანიძე

1,215 წაკითხვა

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხი“- ს ეთერში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნიკა გვარამიას (ეს თავად გვარამიამ აღნიშნა, რომ დალეული ჰქონდათ ვისკი)  და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც  ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალაიშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ.

„ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლეზბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან … ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების „კეთილშობილური“ მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!!

ზნედაცემულობა და გარყვნილება…

ილია „სარჩობელაზედ“ ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული… თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან…

მრცხვენია, ყველაფერი პოლიციის ბრალია… გამოგეძიებინათ სწრაფად და შედეგი დაგედოთ, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

Next Post

„მან იცის არა მხოლოდ ის, რა მოხდა, არამედ ისიც..“ - ბონდო მძინარაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეზე

ორშ აგვ 10 , 2020
1,215 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, ბოლო დღეების ტელესახედ ქცეულ ბაჩანა ლობჟანიძის ერთგვარ ფენომენზე საუბრობს. „რა არის რეალობა და რა გინდა, რომ მოხდეს!“ – ეს არის ბაჩანა ლობჟანიძის ფორმულა. მან იცის არა მხოლოდ ის, რა მოხდა, არამედ ისიც, რა მოხდება, ანუ რა უნდა, რომ მოხდეს და მოახდინოს!“– წერს მძინარაშვილი.