სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

1 min read

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი გახდა.

ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გია ვოლსკი ჩაანაცვლა.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა.

“პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის საქმიანობაში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ