„ამ ბრძოლაში ოცნების კონკურენტი ნაცები კი არა, სხვა პარტიები არიან, რომელთაც შეიძლება..“ – გია ხუხაშვილი

1,742 წაკითხვა

გია ხუხაშვილი IRI-ის კვლევებს აანალიზებს:

„პოლიტიკური ველი ელექტორალური თვალსაზრისით სქემატურად ასეთია:
1. ოცნების ამომრჩეველი.
2. ნაც.მოს და ევროპული საქართველოს ამომრჩეველი.
3. სხვა პარტიების ამომრჩეველი.
4. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი.
ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს, არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არ არის მზად დაბრუნდეს წარსულში. შესაბამისად, ნაც. მოს და ევროპელების მნიშვნელოვანი ელექტორალური ზრდა შეუძლებელია.
ხელისუფლება კი ამ სეგმენტს განიხილავს საკუთარ სამობილიზაციო რესურსად. შეეცდება ისინი დატოვოს ორპოლუსიანი, ნეგატიური არჩევანის პირისპირ და ბოლოს ცხვრებივით თავის სასარგებლოდ მიაცემინოს ხმა.
შესაბამისად, ამ ბრძოლაში ოცნების კონკურენტი ნაცები კი არა, სხვა პარტიები არიან, რომელთაც შეიძლება შეიწოვონ ეს ამომრჩეველი და ხელისუფლება დატოვონ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამომრჩევლის გარეშე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი გამარჯვება.
მოკლედ, ნაც.მო. და ევროპული საქართველო ყველა ერთის წინააღმდეგ ტიტანიკის მშენებლობით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, პირიქით, ფრონტის გაშლას უნდა უწყობდნენ ხელს, რაც არის ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი ფორმულა.

Next Post

„ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, იმათ 2% რატომ აქვთ?“

ოთხ აგვ 12 , 2020
1,742 წაკითხვაIRI-ის კვლევის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მე რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს. ან რატომ უნდა მიკვირდეს, ერთი წელი ციხეში ვიყავი, ყველა ქვა მე მომხვდა, ერთი პარტიული ღონისძიება არ გამიმართავს, ერთი პოსტი არ დამისპონსორებია. ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, ყოველ დღე პარტიული თავყრილობები რომ აქვთ, თვალებში მაზოლებს რომ ამოგიყვანენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ